ყოველდღიური ამბებიდან

წითელ ბაღში ყოველ დღე დადიან მხნე ბაბუები – 3-4 ერთად, ფართე და ენერგიული ნაბიჯებით არტყამენ წრეს და პოლიტიკურ საკითზებზე მსჯელობენ. აუცილებლად შეხვდები დილით, ან საღამოს. ნებისმიერ სეზონზე და ნებისმიერ ამინდში.

ცალკე დადის ერთი ბაბუა – ის ძლივს დაჩოჩავს და დილით თუ შეგაგვიანდა გავლა, შეიძლება ვეღარც მოუსწრო. ალბათ 7 საათზე დგება. თან აუცილებლად დაატარებს პატარა რადიოს (ხან ხელში უჭირავს, ხან ჯიბეში უდევს) და ან კლასიკურ მუსიკას უსმენს, ან გადაცემებს გერმანულ ენაზე. პირველად შარშან შემოდგომაზე მომესმა პარკის სიღრმიდან გერმანული საგუნდო სიმღერა, ხარვეზებიანი ხმით. ირგვლივ არავინ ჩანდა და უცნაური გარემო იყო, მეგონა 30-იან წლებში ამოვყავი თავი, რემარკის რომელიმე წიგნში. კარგად რომ მოვიძიე, ეს ბაბუაც მაშინ დავინახე საქანელებთან.

დღეს წრეზე შემხვდა. ქარიშხალში და ყინვაში მიჩოჩავდა და რადიოდან ბრამსი ისმოდა – სონატა ვილინოსა და ფორტეპიანოსთვის.

ფრანსუაზა საგანი, სიზმრებიდან გადმოყოლილი ეგზისტენციალისტების ჩრდილები, მოხუცებით ავსებული პარკები და ქარიანი დილა თბილისში. აჯობებს თუ ერთფეროვნებაზე არავინ დაიჩივლებს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.