სიკვდილის ჩამოსვლა დედამიწაზე
ზღაპარი ქართული ფოლკლორიდან
”ერთ სოფელში იყო ერთი უშვილო ღარიბი კაცი. ამ ქვეყანაზე არაფერი საზრუნავი არ ჰქონდა. დილიდან საღამომდის მუშაობდა ყანაში. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა ცხვირ-პირზე. დაღამდებოდა და ააყუდებდა სამოყიან თოხს ჯარგვლის ღობეზე, შეაღებდა კარებს, დაანთებდა ცეცხლს, ოზანდარიდან გამოიღებდა ცივ მჭადს და აცუცქიდა ზედ თევზის კუდს. დაწვებოდა, დსასვენება უნდოდა, მაგრამ სიზმარი საშველს არ აძლევდა. ესიზმრებოდა მიცვალებული დედა, რომელიც ვითომ საიქიოს მიათრევდა მას. ამოტომ ძალიან ეშინოდა სიკვდიოლისა.
ერთხელ სიკვდილი შემჯდარა თეთრ ცხენზე და ჩამოსულა დედამიწაზე. თურმე ეძებს საიქიოში წასაყვან კაცებს. მიდის გზაზე და ცხენს მიაჯირითებს. ის ღარიბი კაცი შეხვდა პირდაპირ. შიშმა აიტანა, იფიქრა, წამიყვანსო, დამალვაც კი მოინდომა, მაგრამ ვერ მოახერხა. სიკვდილმა მიაჭენა ცხენი ამ კაცთან და მიესალმა, შიშისაგან გათავებულმა კაცმა ძლივს უთხრა გაგიმარჯოსო!
– ნუ გეშინია, მე შენს წასაყვანად არ მოვსულვარ, ამ სოფლიდან ერთი-ორი კაცი უნდა წავიყვანო და მანამდის ეს ცხენი დამიჭირეო! – გამოელაშარაკა სიკვდილი.
კაცმა გამოართვა ცხენი და აღვირი ხელში დაიჭირა. სიკვდილი გაიქცა სოფელში კაცების წამოსაყვანად. დარჩა კაცი მარტო სიკვდილის ცხენთან. იფიქრა: მოდი, სიკვდილს ამ ცხენს მოვპარავ, შევჯდები ზედ და წავალ; მერმე როგორღა მოაკითხავს ვინმეს და ხალხს სიკვდილისაგან ვიხსნიო.
შეჯდა ცხენზე. უნდოდა, გაეჭენებინა და იქაურობას გაორებოდა, მაგრამ ცხენი ადგილიდან არ დაიძრა. სიკვდილს მათრახი თან წაეღო და უმათრახოდ ცხენი არ დაიძრა. ზის ცხენზხე და ძალიან წუხს. ცოტა ხანში სიკვდილიც გამოჩნდა. მიუვლ-მოუვლია სოფელში, წამოუყვანია ახალგაზრდა გოგო-ბიჭი.
კაცს რომ ცხენზე შემჯდარს მოუსწრო, ძალიან გაუკვირდა: ჩემი ცხენის მოპარვა ხომ არ გინდოდაო? – ჰკითხა. კაცმა ვერაფერი უპასუხა. სიკვდილს გაეცინა. წამოიძრო ხელიდან მათრახი, მისცა და უთხრა:
– შემოჰკარ მათრახი ჩემს ცხენს და ცაში აგაფრენს, რაც იქიდან დაინახო, მითხარიო!
კაცმა შემოჰკრა მათრახი და სიკვდილის ცხენმა უცებ ააფრინა ცაში. დიდხანს იფრინა უგზო-უკვლოდ და კარგა ხნის შემდეგ დაბრუნდა.
– აბა, მითხარ, რა ნახე ცაში? – შეეკითხა სიკვდილი.
ღარიბმა კაცმა უპასუხა:
– რას ვნახავდი, ვერაფერი ვერ ვნახე, მაგრამ ის კი ძალიან გამიკვურდა, რომ ჩვენი დედამიწა ციდან კვერცხის ოდენა გამოჩნდა!
სიკვდილს კი გაეცინა და უთხრა:
– ბიჭო, თუკი დედამიწა კვერცხისოდენა ყოფილა, როგორ ფიქრობდი, ჩემთვის ცხენი რომ მოგეპარა, ამ კვერცხისოდენა ქვეყანაზე უცხენოდ ვერ გიპოვიდი? ახლა წადი და მეორეჯერ აღარ იფიქრო ცუდ საქმეზეო.
სიკვდილი შეჯდა ცხენზე, შემოისვა უკან გოგო და ბიჭი და გაუყვა საიქიოს.
შემცბარი ღარიბი კაცი დიდხანს იჯდა შარისპირზე გაფიქრებული…. ”
4 Comments »
Leave a comment
-
Archives
- February 2010 (4)
- January 2010 (4)
- November 2009 (9)
- October 2009 (9)
- September 2009 (11)
- May 2009 (1)
- March 2009 (4)
- July 2008 (2)
- June 2008 (1)
- May 2008 (1)
- April 2008 (5)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS


რა დროს ზღაპრების მოყოლაა შვილო, მართლა სამოყიანი თოხი უნდა გეჭიროს ხელში
გლეხი ხარ ანნა
) ვერ გრძნობ ფოლკლორის ღრმა აზრს 
ძილის წინ მოგიყევი ზღაპარი და კიდევ უკმაყოფილო ხარ
au,momecon-mezilispirula ki arada,zgaprebi ro miyvarda da folklors chavkirkitebdi,eg gamaxsenda
xoooda
madloba
gaixare : ))))