„ვერ ვიტან პიდარასტებს და ნარკომანებს“ – განაცხადა ერთმა ჩემმა მამრობითი სქესის ნაცნობმა. ხომ საინტერესო დაჯგუფებაა? ასეთი ორიგინალობა ჯერაც არ მსმენია.
ჩემი თავშეკავებული აღშფოთების შემდეგ ვითომ შეარბილა და ორივე ავადმყოფებად მიმაჩნიაო განაცხადა. კიდევ მესამე პრობლემა – ავადმყოფებსაც ვერ იტანს ანუ! მთელი 1 საათიანი დაძაბული დიალოგის შემდეგ (სავარაუდოდ ჩემ წყენინებას მოერიდა), ჩამოყალიბდა – პრინციპში სულერთია, ნარკომანები მეცოდებიან და არატრადიციული ორიენტაციის ხალხს რაც უნდა ის უქნია, რას ვერჩიო.
მას შემდეგ გული გამიტყდა მასზე, ვეღარ ვეკონტაქტები ისე ლაღად. ადრე არ მემართებოდა მსგავსი რამ – უაპელაციოდ ვიღებდი თითქმის ყველა ადამიანს თავიანთი ნაირფერი აზრებით. ვთვლიდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა მათაც ჰქონდათ ჩემს სივრცეში არსებობის უფლება.
რა შეიცვალა?

იქნებ მეც მათ დავემსგავსე, ვისაც შეუძლია სხვის საქმეში დაუკითხავად ჩაჰყოს ცხვირი და განაცხადოს – ვერ ვიტან… ორი უკიდურესობაა – განუსჯელობის და ყველას განსჯის. სად გადის მათ შორის ოქროს შუალედი ჯერ ვერ ვიპოვე.
მე ნარკომანების მაგიერ, დებილებს ვერ ვიტან…. და ვუალა, მიმიღეთ სექტაში უაზრო აგრესიით შეპყრობილო ადამიანებო, აშკარად თქვენს რიგებს შემოვუერთდი.
დებილთმოძულეთა სექტა? კარგი იდეაა
ara, ara, mainc ar girs aravismozuleta rame