ან ვინმესთვის ადრეა იქნებ.
კარგა ხანია მინდა დავწერო და როგორც იქნა მივხვდი – სიტყვები არაა ჩემი, ამიტომ ვწვალობ და არ გამომდის რისი თქმაც მინდა. ჩემთვის შეიქმნა ფუნჯები და ფერები. აზილავ, მოუსმევ, ფერებს აურევ როგორც ქარიშხალს, რამდენიმე ფიგურაში ჩადებ თითქოს არავის მსგავს სახეს და განწყობას. შეხედავ და უსიტყვოდ გაგახსენდება რას ამბობდი, სიცოცხლის რამხელა მონაკვეთი მოყევი.
ლექსს ვკითხულობდი და გამახსენდა, რომ გიყვარს ჩაი. მე აღარც ჩაი მაღელვებს, აღარც რძე… შემიძლია ასე საძულველი ღვინოც კი შევიყვარო თუკი მთხოვს ვინმე, ოღონდ აღარ მინდა. მე აღარ ვასრულებ სურვილებს და აღარ შეგიყვარებ, შენც კი.
