ნოემბერი რა არაპროდუქტიული თვე გამომდგომია ბლოგისთვის. სამაგიეროდ ლაივში არაუშავდა, ვერ დავიჩივლებ. ცოტა ადრე კია შეჯამებისთვის, მაგრამ დილიდან თავში მიტრიალებს – რა ტემპებით ვცხოვრობ! :O შარშან ნოემბრიდან მოყოლებული 2 ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის შეყვარება-გადაყვარება-დაკიდება მოვასწარი. მესამე – ჟივ, ზდაროვ, გმადლობთ :) ხუთწლედის გეგმა შესრულებულია, დამსახურებულ ტაიმ აუტს ვიღებ (იმედია დიდი ხნით).
არავის წამოცდეს დრო არ დაჩქარებულაო. ზუსტად იგივე ხარისხით აკეთებდნენ ამას ადრე 4-5 წელიწადში რასაც ახლა ერთში მოასწრებ სრული დატვირთვით. აი, ზღაპარში რომ ნაბოლარა ვარსკვლავივით ბიჭი ჩნდება – სხვები თუ წლობით იზრდებიან, ის დღეობით რომ მშვენდებ-ძლიერდება.

მოკლედ, უნდა ჩავყაროთ ბლომად ფქვილი, მერე ვურიოთ, ვურიოთ, ვურიოთ და ბლინებიც მზადაა – ჩორვენის რეცეპტებიდან.