მოვიგონე ფერები და მოვრთე.
მოვიგონე ამბები და ახდა.
მოვიგონე ადამიანები და გაცოცხლდნენ.
მიშველე, სასწრაფოდ. ახლა გძინავს და წარმოდგენაც არ გაქვს კიდევ რა შეიძლება მოვიგონო, ამიტომ სასწრაფოდ გამოფხიზლდი და გამოჩნდი – მგონი ერთადერთი ხარ რაც არ მომიგონია და მჭირდები.
მე ვარ წითელი.
ის მოიისფრო-ნაცრისფერია.
ის ოქროსფერი.
აი ის საერთოდაც მწვანეა, ბალახისფერი.
ერთადერთი შენ არ გაქვს ფერი, ნათელი ხარ უბრალოდ და გაიღვიძე დროზე!! ხვალ გვიან იქნება. ახლაც გვიანაა იქნებ. დროზე, თორემ აიზილება ეს ფერები და გამოვა ტალახი, როგორც ყოველთვის

ჰეი, მანდ თუ არის ვინმე, მომავალში, გამოახედეთ აქეთ, წყალი გადაასხით, რამე გააკეთეთ