კიდევ ერთი წელი დამთავრდა. ვითომ არაფერი, მაგრამ დასრულების და ახალი ათვლის წერტილი გვჭირდება ხოლმე ეტყობა.

მადლობელი ვარ ამ წლის. მადლობელი ვარ, რომ ვარსებობ რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ყველა ჯანმრთელი და ცოცხალია.

იმედია საინტერესო წლები მელის, ამიტომ არასდროს მწყდება გული განვლილზე. არც ისე ბევრია ერთი წელი, რომ გავეტიროთ, მაგრამ არც ისე ცოტა, რომ რამე ახალი ვერ ვისწავლოთ და ვერ განვვითარდეთ. ცოტა კარგი ვისწავლე, ცოტაც ცუდი და ესეც საქმეა.

გზები მელოდება, ახალი და ჯერაც გაუვლელი, გამატარეთ : )