უსაქმობისგან კი არ დამიწყია ეს ბლოგი, ზედმეტი უაზრობისგან დავიწყე.
უსასრულო ხეტიალისა და მარსის შესახებ იქნება
როდესმე დავმშვიდდები?
ესეც ოლიმპია, იგივე მადამ მაქსიმ. უკვე დიდია, 11 ივლისს გახდა 1 წლის. დაბადების მოწმობა მაგ რიცხვით აუღეს და მანამდე რა ასაკის იყო მუდამ საიდუმლოდ დარჩება ჩვენთვის.
ოლიმპია მოკვდა, მე კიდევ აქაურობის განახლება მეზარება.
საკუთარ თავზე მეტის დაწერა არ ღირს. ისედაც საკუთარ თავზე ვწერ ყველაფერს ამ ბლოგზე და მეტისმეტი იქნებოდა. მიზანი და ამოცანა ამის შექმნის კი ის იყო, რომ რამდენჯერმე დავკარგე ყველა ჩანაწერი რაც კომპიუტერში მქონია. მერე ვიფიქრე, ბლოგზე თუ დავწერ, მეტად შემოვინახავ მეთქი. ამიტომ, ნაწერების უმეტესობა Private რჩება, მაგრამ ზოგიერთის გამოქვეყნებაც არ მენანება ლოგიკით – “იქნებ ვინმეს აინტერესებს და რატომ დავმალო”.
საინტერესო ბლოგია. ნელ–ნელა წავალ არქივისკენ: )